სასტიკი ანგარიშსწორება - ლექტორს ბეისბოლის ჯოხით ძვლები დაუმტვრიეს, ფრჩხილები დააძვრეს და ტყეში მიატოვეს

21.09.23 20:32
სასტიკი ანგარიშსწორება - ლექტორს ბეისბოლის ჯოხით ძვლები დაუმტვრიეს, ფრჩხილები დააძვრეს და ტყეში მიატოვეს

 

ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორს ბეისბოლის ჯოხით ძვლები დაუმტვრიეს, ფრჩხილები დააძვრეს და მომაკვდავი ტყეში მიატოვეს. ერთთვიანი კომის შემდეგ, ოთარ გელაშვილი საავადმყოფოში ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა.

67 წლის პროფესორის  ცემის ბრალდებით 23 წლის ახალგაზრდაა დაკავებული, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს. ამ სასტიკი დანაშაულის კიდევ ერთი მონაწილე ქვეყნიდან გაიქცა. "პირველების"  ინფორმაციით, ანგარიშსწორების  სავარაუდო მიზეზი პირადი მოტივით  შურისძიება გახდა.  საქმე ამ დრომდე  ცემის მუხლით იყო აღძრული, თუმცა  ლექტორის  გარდაცვალების შემდეგ დიდი ალბათობით ბრალის კვალიფიკაციაც შეიცვლება.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები