კაცს 15 ჭრილობა მიაყენა და ლიფტში ცეცხლი წაუკიდა - ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში, მუხიანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. შემთხვევა თბილისში, მუხიანში მარტში მოხდა.
ინფორმაციას თბილისის პროკურატურა ავრცელებს.
"გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 22 მარტს, თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში დაზარალებულს განსაკუთრებული სისასტიკით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
საუბარია, 22 მარტს მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე, როცა რამაზ ბასილაძე საკუთარ სადარბაზოში დაანაწევრეს -ჯერ დანით 15 ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ლიფტის კაბინაში შეაგდეს და ცეცხლი წაუკიდეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.