პროკურორის განცხადებით, ჰაბიდოსკოპიურმა ექსპერტებმა შემთხვევის ადგილზე ლაზარე გრიგორიადისის ყოფნა დაადასტურეს
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესზე დღეს 4 მოწმე იკითხება. საუბარია პოლიციელებსა და ექსპერტებზე. საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე ირწმუნება, რომ ჰაბიდოსკოპიურმა ექსპერტებმა შემთხვევის ადგილზე ლაზარე გრიგორიადისის ყოფნა დაადასტურეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას. დღეს დაიკითხება 4 მოწმე, მათ შორის დაიკითხება ორი ექსპერტი, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის გამცემი ექსპერტები, ასევე დაიკითხებიან პოლიციის თანამშრომლები.
მოცემულ შემთხვევაში ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის მიერ შესწავლილ იქნა ვიდეო ჩანაწერები და დადგინდა კონკრეტულ ეპიზოდში ლაზარე გრიგორიადისის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტი. როგორ დაადგინა, ამ დეტალებზე სასამართლოს დეტალურ ინფორმაციას ექსპერტი მიაწვდის სასამართლო პროცესზე. მოხდა ვიზუალური ამოცნობა“, - განაცხადა იაკობიძემ პროცესის დაწყებამდე.
ასევე ცნობილია, რომ სასამართლო დარბაზიდან ბრალდებულის მამა, ბექა გრიგორიადისი გააძევეს. გრიგორიადისმა ექსპერტს უთხრა, რომ ტანსაცმელი, რომელიც სპეციალისტმა აღწერა, სწორედ მას ეცვა და " დაუმტკიცონ, რომ ის იყო".
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.