გლდანში ვითარება ისევ დაიძაბა - ადგილზე ხელჩართული ჩხუბია

22.09.23 20:35
გლდანში ვითარება ისევ დაიძაბა - ადგილზე ხელჩართული ჩხუბია

გლდანში, სადაც ცოტა ხნის წინ თავს საკრებულოს დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს დაესხნენ, ვითარება ისევ დაძაბულია. ადგილზე ხელჩართული ჩხუბია. ჩხუბის ეპიცენტრში ნიკა მელიაა, თუმცა კონფლიქტის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. იქვეა მობილიზებული პოლიციაც. 

არსებობს ვარაუდი, რომ ენმ-ს წევრებს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ისევ მიუგზავნეს. 

ერთი და იგივე ხალხია! ვერ ვხვდებით ვინ არიან, ამათ გარეშე აქ არაფერი არ ხდება, - ამბობს "პირველებთან" ნიკა მელია.

 

მსგავსი სიახლეები