ქუთაისში პარფიუმერიის მაღაზია გატეხეს
ქუთაისში პარფიუმერიის მაღაზია “ისი-პარი” გატეხეს.
ადგილზე დილით მისულ თანამშრომლებს მინები ჩამსხვრეული, სალარო აპარატიდან კი თანხა დახვდათ წაღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 3 ლარი.
ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.