ნაცემი ირაკლი ეძგვერაძის და მისი დაშავებული მეგობრების მდგომარეობა დამძიმდა
ნაცემი ირაკლი ეძგვერაძის და მისი დაშავებული მეგობრების მდგომარეობა დამძიმდა. ენმ-ს დეპუტატი ამბობს, რომ საშინელი ტკივილები აქვს.
რაც შეეხება გუშინდელს, ეძგვერაძე თავდამსხმელებს ლაჩრებად და არაკაცებად მოიხსენიებს.
დილით გადასხმა დამიყენეს. ტკივილი მაქვს თავის არეში, კისრის არეში, გულისრევის შეგრძნება მაქვს, დაბეჟილობები. არ ვარ კარგად. 40 კაცი მოგვივარდა გუშინ. 40- 4ზე წარმოიდგინეთ, 4 კაცი ვიყავით მხოლოდ, ლაჩრობის გარდა ამას რა უნდა დაარქვა. არაკაცების სიმბოლოები არიან ყველა. ეს არის "ოცნების" ფასეულობა". - ამბობს ეძგვერაძე.
იგივე დაზიანებები და ტკივილები აღენიშნება ეძგვერაძის დაშავებულ მეგობარსაც.
ძალიან ცუდად ვარ, ტკივილები მაქვს თავის და კისრის არეში, გულისრევის შეგრძნება. გუშინ კიდე იმდენად ვერ ვგრძნობდი. დაგვტოვეს გუშინ, არ გაგვიშვეს სახლში. ტვინის შერყევას ვარაუდობენ". - ამბობს დაშავებული.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.