62 წლის მამაკაცს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობაში ადანაშაულებენ
62 წლის მამაკაცს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობაში ადანაშაულებენ. შემთხვევა ოზურგეთის ერთ-ერთ უბანში გუშინ მოხდა. მეზობლები დეტალებზე არ საუბრობენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ბრალდებული და არასრულწლოვანი გოგონა მეზობლები არიან. ასევე მათ გუშინვე შენიშნეს პოლიცია, რომელმაც ბრალდებული სავარაუდოდ გამოკითხვაზე გადაიყვანა.
მამაკაცი ჯერჯერობით დაკავებული არ არის, თუმცა შსს -ს ინფორმაციით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით არის აღძრული, რაც გულისხმობს ძალადობის გარეშე გარყვნილ ქმედებას, 16 წელს მიუღწეველ პირთან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 5-დან 7 -წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.