მე რატომ მომექცა ასე? - ეძგვერაძის დედა ზარნაძეს

23.09.23 12:11
მე რატომ მომექცა ასე? - ეძგვერაძის დედა ზარნაძეს

ნაცემი დეპუტატის ირაკლი ეძგვერაძის დედა კოტე ზარნაძეს მიმართავს და ეკითხება, რატომ მოექცა ასევე.

ქალბატონი ასევე საუბრობს თავდამსხმელებზეც და ამბობს, რომ ისინი მისი მოსწავლეები იყვნენ, რომელთათვის ბევრი კარგი აქვს გაკეთებული. 

ეს დაკავშირებული იყო სხდომასთან. მე მივმართე ზარნაძეს და დღესაც მივმართავ, თუ ასეთი სურვილი ჰქონდა და უნდოდა დეპუტატი ყოფილიყო ამ რაიონის, მე რატომ მომექცა ასე? ეს იყო გაგრძელება რაც მოხდა საკრებულოზე. ისინი ჩემი მოსწავლეები იყვნენ ყველანი, კარგად ვიცნობ, ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ. ძალიან ნაწყენი ვართ მათზე, იმიტომ, რომ მე ბევრი კარგი რამ მაგათთვის გაკეთებული, არცერთისგან არ მეკადრებოდა ასეთი რაღაც. 

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირებისა და ხელჩართული ჩხუბის შემდეგ, ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან ჩასაფრება მოუწყვეს, თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. ნაცემი არიან დეპუტატის მეგობრებიც. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ.

დაზარალებული ირაკლი ეძგვერაძე მასზე თავდასხმის დამკვეთად "ოცნების" დეპუტატ კოტე ზარნაძეს ასახელებს. 

ამასთან, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ძალადობაში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ძმები შუკაკიძეები მონაწილეობდნენ. 

ოპოზიციონერ დეპუტატზე თავდასხმის შემდეგ, გლდანში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ხმაურისა და პოლიციასთან შელაპარაკების შემდეგ, შსს-მ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.

 

მსგავსი სიახლეები