ეძგვერაძის ცემაში მხილებული ძმები გაუჩინარებულები არიან - შუკაკიძეების სახლის კარს არავინ აღებს
ძალადობაში მხილებული ძმები გაუჩინარდნენ. დეპუტატ ეძგვერაძის ცემაში ეჭვმიტანილი პირები ამ დრომდე უკონტაქტოები არიან, არ ჩანან გლდანში და არავინ აღებს მათი სახლის კარს. მათი ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ საკუთარი თვალით ნახეს აღნიშნული დაპირისპირება.
"კრიმინალური ავტორიტეტების" გარემოცვა პირად საუბრებში ნაწილობრივ ადასტურებენ, რომ ძმები შუკაკიძეები იყვნენ ჩართულები ანგარიშსწორებაში.
პოლიცია ამ დრომდე დუმს. გომელაურის უწყება მოძალადეების გამოკითხვის შესახებაც კი არაფერს ამბობს.. ამ დრომდე იზოლატორში ჰყავთ გამოკეტილი ოპოზიციის სამი ლიდერი.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.