8 თვეში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტმა 112,112,000 აშშ დოლარი შეადგინა - ფლანგვის დეტექტორი
2023 წლის 8 თვეში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტმა 112,112,000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 21.7 მილიონით აღემატება. ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთის სანქცირების ფონზე ვაჭრობისა და ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა საზიანოა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.
მათივე ცნობით, ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორი 10 კომპანიიდან 8 ქართულ ოცნებასთანაა დაკავშირებული.
მსგავსი სიახლეები
29.06.26 11:06
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.