"პირველების" ინფორმაციით, 6 დაკავებულში გუჯა შუკაკიძე და ტატო ხუნდაძეც არიან
დეპუტატის ცემაში ეჭვმიტანილი ექვსი მოძალადე დაკავებულია. "პირველების" ინფორმაციით, პოლიციამ ხელ-ბორკილები გუჯა შუკაკიძეს და ტატო ხუნდაძესაც დაადო.
დაკავებულია ექვსი, თუმცა დაზარალებული ოპოზიციონერი ამტკიცებს რომ მის თავდასხმაში 40-მდე პირი მონაწილეობდა, მათ შორის, ძალადობრივი ღამის ორგანიზატორად ლევან შუკაკიძეს ასახელებენ, რომელიც სავარაუდოდ, ისევ თავისუფალია.
პარალელურად ამ დრომდე იზოლატორში რჩებიან მელია, დოლიძე და კუპრავა. ოპოზიციის ლიდერებს ადვოკატი ამ წუთებში ხვდება.