როდის გადაიყვანენ ენმ-ს ლიდერებს სასამართლოზე - რა უახლესი ინფორმაცია გამოიტანა ადვოკატმა იზოლატორიდან
როდის გადაიყვანენ ენმ-ს დაკავებულ ლიდერებს სასამართლოზე - წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა უფლებადამცველმა, გიორგი კონდახაშვილმა თქვა, რომ ხელისუფლება მათ ხელთ არსებულ ბერკეტს ბოლომდე გამოიყენებს და 48 საათს გააჩერებენ მელიას, კუპრავას და ბაჩო დოლიძეს იზოლატორში.
ადვოკატს იმედი აქვს, რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ხელისუფლება სისხლის სამართლის მუხლით არ დაიწყებს.
შსს არ გაუკეთებია განცხადება. 24 საათი დღეს გადის საღამოს, თუმცა მათ შეუძლიათ ეს ვადა გააგრძელონ. რაც გვქონდა გუშინ ინფორმაცია, იგივე გვაქვს დღესაც. შსს-ს ამასთან დაკავშირებით ახალი განცხადება არ გაუკეთებიათ. დაზიანებები აღენიშნებოდა მელიას , დახეული ჰქონდა ტანსაცმელი, არ აძლევდნენ ადვოკატთან კომუნიკაციის საშუალებას. მალავდნენ. 48 საათს გაატარებინებენ ალბათ ასე მგონია, ბოლომდე გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულს ბერკეტს
დიდი იმედი მაქვს რომ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყება ნიკა მელიას წინააღმდეგ.
თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ ნიკა მელია ციხეში უნდა იყოს, შეუძლიათ მარტივად, ეს მანიპულაცია მოახდინონ ". - განაცხადა ადვოკატმა.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.