საქართველოში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.7 მაგნიტუდა შეადგინა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა 08:00 საათზე, თბილისიდან 6 კილომეტრში, სოფელ ნორიოსთან მოხდა. ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა.
გეოლოგი ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ ბიძგები იმაზე ძლიერი იყო, ვიდრე 2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრის დროს, თუმცა საბედნიეროდ, ამჯერად მას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ყველაზე ახლო დასახლებული პუნქტიდან 10 კმ-ში მოხდა მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა იყო 4.7. ეს არის უფრო ძლიერი მიწისძვრა, ვიდრე, მაგალითად, 2002 წელს მოხდა თბილისში, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, სამწუხაროდ, მაგრამ ამჯერად გადავრჩით. რომ გადავრჩით, ამაზე ვსაუბრობთ იმის გამო, რომ თავისთავად მიწისძვრა არ კლავს ადამიანს და არ აზიანებს, ადმაიანს აზიანებს და კლავს უხარისხოდ აგებული ვადაგასული ნაგებობეი, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრია თბილისში, - ამბობს გეოლოგი ლაშა სუხიშვილი.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.