სადგურის მოედანზე გარემოვაჭრეებს დახლებს აშლევინებენ - თვითდასაქმებულები პროტესტს აანონსებენ

24.09.23 12:42
სადგურის მოედანზე გარემოვაჭრეებს დახლებს აშლევინებენ - თვითდასაქმებულები პროტესტს აანონსებენ

თბილისელ გარემოვაჭრეეებს შემოსავლის გარშე დარჩენა ემუქრებათ. თვითსადაქმებულეებს დახლებს აშლევინებენ. სადგურის მოედანზე, სასკოლო წიგნებით მოვაჭრე ადამიანებს მერიამ ტერიტორიიდან გასასვლელად ვადა დღეს საღამომდე მისცა.

ახალი ადგილის საპოვნელად მოვაჭრეებისთვის ეს დრო არასაკმრისია. მოვაჭრეებისთვის წიგნების და საკანცელარიო ნივთების გაყიდვა შემოსავლის ერთადერთი წყაროა, მიტომ აპირებენ, დღევანდელი ღამე სავაჭრო დახლებთან, ქუჩაში გაათენონ.

მოვაჭრეები დედაქალაქის მერს ვადის გახანგძრლივებას სთხოვენ.

3 დღეში უნდა ავალაგოთ და 3 დღე არის ძალიან პატარა დრო იმისთვის, რომ ამდენი წიგნები ამოვყიდოთ. სექტემბერია, სეზონი იწყება, შევიძნეთ ახლა წიგნები. აი, ნახეთ , ეს ყველაფერი ალბათ ერთი 20 ათასი ლარისაა. არაფერი არ გვინდა, არაფერი გვაინტერესებს, ჩენ ვითხოვთ, რომ გაგვიხანგძრლივოს ვადა, რომ ამოვყიდოთ და კი, ბატონო, - ამბობს გარემოვაჭრე.

კიდევ ერთი მოვაჭრე ამბობს, რომ გასაყიდი წიგნების შესაძენად პროცენტიანი ვალი აქვს აღებული. 

ხალხს ბინა აქვს ჩადებული. მე, მაგალითად, პროცენტიანი სესხი მაქვს აღებული.უნდა მოვკვდე, აბა, სხვა რა იქნება?  2-3 თვე რომ მოგვცენ, ავდგებით და ჩენ თითონ წავალთ, - ამბოლბს მოვაჭრე. 

მსგავსი სიახლეები