თბილისში მესამე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა და დაიღუპა
თბილისში, მესამე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა და ადგილზევე დაიღუპა.
შემთხვევა სტუდქალაქში მოხდა. მცირეწლოვანი სახლში მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც აივანზე გავიდა და გისოსებიდან გაძვრა.