შეურაცხყოფა ეროვნული ნიშნით და მუქარა - თბილისში გამოქცეული რუსები კერძო სექტორის ჩაძირვას ცდილობენ
რუსების კიბერთავდასხმა ქართულ ბიზნესზე - თბილისში გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები კერძო სექტორის ჩაძირვას ცდილობენ. გატეხილია ერთ-ერთი კომპანიის ვებგვერდი. თანამშრომლებს რამდენიმე საათია ტელეფონზე ურეკავენ, აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. მცირე ბიზნესს, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, "გუგლშიც" დაბალ შეფასებებს უწერენ. არის მუქარები სისცოცხლის მოსპობასთან დაკავშირებითაც.
ქართულ კომპანიაში აცხადებენ, რომ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსულებმა ბიზნესტერორი ერთადერთი მიზნით დაიწყეს - ჩამოიშორონ კონკურენტები.
ოიში სუშის ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ ყველაფერი ერთი უკმაყოფილო მომხმარებლით დაიწყო, რომელმაც, დიდი ალბათობით, მუქარის ქსელში საკუთარი მეგობრებიც ჩართო.
ერთ-ერთმა მომხმარებელა დაგვიწერა გუგლ რევიუზე იმის გამო, რომ რუსულად არ ვსაუბრობდით, უფრო სწორად, უარი განვაცხადეთ, რომ რუსულად მოვმსახურებოდით და ტელეფონი დავუკიდეთ, მისი თქმით, რა თქმა უნდა, ასე არ იყო მსგავს რამეებს არ აკეთებენ ჩვენი თანამშრომლები, დაგვოწერა ცუდი შეფასება და ასევე, ყველას გაუწია რეკომენდაცია, რომ ჩვენთან არ მოსულიყვნენ. ჩვენ შესაბამისად, ვუპასუხეთ, რომ შეეძლოთ იქ წასულიყვნენ, სააც მათ ენაზე შეუძლიათ საუბარი და სუში მიერთვათ თუ მანამდე ჯარში არ გაიწვევდნენ.
ჩენს საიტზე გახორციელდა დოს შეტევა და არ ფუნქციონირებს ახლა. კომპანიის ტელეფონზე რეკავენ პირადი მუქარებს აგზავნიან, სერჩავენ, ფრთხილად ვიყო, იმიტომ, რომ მომკლავენ. არ ვიცი, რამენი ზარი შემოვიდა, დაახლოებით 50 მუქარის მეილი მივიღეთ, ესემსები, პლუს გუგლის კომენტარები, ფეისბუქი, საიტის დაჰარკვა და კიდევ რაღაც იქნება ალბათ საინტერესო, - ამბობს იასე პატიაშვილი.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.