ნიქოზში ახლადრეაბილიტირებულ სტადიონზე დენმა გაატარა - მოზარდი სიკვდილს საასწაულით გადაურჩა
ახლად რეაბილიტირებულ სტადიონზე დენმა გაატარა. სოფელ ნიქოზში მერვე კლასელი ბიჭი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. ბავშვები ფეხბურთს თამაშობნდენ, როცა ერთ-ერთმა შესვენების დროს ღობეს ხელი მოკიდა და წაიქცა. 5 წუთი მოზარდი უგონოდ იყო, მას პირველადი დახმარება მოქალაქეებმა გაუწიეს.
მოსახლეობა ეჭვობს, რომ სოფლის სტადიონზე სამუშაოები უხარისხოდ ჩაატარეს. გამოიძახეს მშენებელი კომპანიაც და "ენერგო პროც". "პე- ბეს" წარმოამდგენელი დღეს ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ ყველაფერი ხალხის ბრალია და რომ ბავშვები სათამაშოდ უნებართვოდ შესულან. არადა. არსად ამკრძალავი ნიშანი დამონტაჟებული არ ყოფილა.
ვრცლა ნახეთ მარიამ მაკარასაშვილის რეპორტაჟში.