შეირაღებული თავდასხმა ყოფილ პოლიციელზე - იყო ორმხრივი სროლა

25.09.23 12:14
შეირაღებული თავდასხმა ყოფილ პოლიციელზე - იყო ორმხრივი სროლა

სისხლიქნი დაპირისპირება სამტრედიაში - დაჭრილია ერთი პირი. როგორც ირკვევა, ყოფილ პოლიციელს, ლევან მიგინეიშვილს თავს რამდენიმე საათის წინ დაესხნენ.

ცნობილია თავდამსხმელის ვინაობაც. არსებული ინფორმაციით, ყოფილ პოლიციელს ანრი მილორავა მიუვარდა და მიგინეიშვილის სახლის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. 
სროლას ხანძარიც მოჰყვა.

ყოფილმა პოლიციელმა სახლიდან იარაღი აიღო და თავდამსხმელი დაჭრა. კაცი კლინიკაშია გადაყვანილი.

მიგინეიშვილი დაკავებულია.

მსგავსი სიახლეები