რა გახდა სამტრედიაში პოლიციელზე თავდასხმის მიზეზი - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

25.09.23 13:12
რა გახდა სამტრედიაში პოლიციელზე თავდასხმის მიზეზი - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია

შეიარაღებული თავდასხმა პოლიციელზე - "პირველებმა" სამტრედიაში მომხდარის ახალი დეტალები გაარკვია. ცნობილი ხდება, რომ ყოფილ პოლიციელს თავს ყოფილი თანამშრომლის შვილი ანრი მილორავა დაესხა, მოტივი კი სავარაუდოდ, შურისძიება გახდა. 

ყოფილი პოლიციელის დედა ამბობს, რომ მის შვილს თავს მოულოდნელად დაესხნენ, სახლის დაცხრილვის შემდეგ კი მან მასზე გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანა, რის შემდეგაც ორმხრივი ცეცხლი გაიხსნა. 

ვიღაცა მოვვარდა, ჩემი შილი თამაშობდა და დაესხა თავს. შემეგ დაცხრილულია ყველაფერი, ცეცხლი იყო ჩემი მეუღლე რომ მოვიდა. ტაბელური რევოლვერი გამოუტანა და თავს იცავდა. თვითონაც ამბობს, ვერაფერს ვუკავშირებ, არ ვიცი. არაფერი, მისი მამა და მე ვმუშაობდით ერთადო. მამამისის გასვენების შემდეგ მე ეგ ბავში არ მინახავსო. დალაპარაკებულიც არ ვარო, - ამბობს პოლიციელის დედა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ პოლიციელს ანრი მილორავა სახლი დაუცხრილა. შემთხვევა სამტრედიაში დღის საათებში მოხდა. ყოფილა პოლიციელმა თავის მხრივ თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილია თავდამსხმელი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს. ის კლინიკაშია მოთავსებული. 

ანრი მილორავას გამოკითხვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან მას გონების კარგვის ეპიზოდებ აქვს. 

 

მსგავსი სიახლეები