შოვის მოვლენებთან დაკავშირებით შვეიცარიელი ექსპერტები განსხვავებულ დასკვნას ვერ დადებენ - გოდოლაძე

25.09.23 15:56
შოვის მოვლენებთან დაკავშირებით შვეიცარიელი ექსპერტები განსხვავებულ დასკვნას ვერ დადებენ - გოდოლაძე

გეოლოგი თეა გოდოლაძე დარწმუნებულია, რომ შვეიცარელი ექსპერტები შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ქართველი სპეციალისტებსგან განსხვავებულ დასკვნას ვერ დადებენ. მისი თქმით, გენეზი და გამომწვევი ფაქტორები უკვე ცნობილია და თუ საქმე მომხდარის მოდელირებაზე მიდგა, ამას დიდი დრო დასჭირდება. 

განსხვავებულს ვერ დადებენ, ის, რაც ვთქვით. ფაქტობრივად, ერთ აზრზე ვართ მთელი სამეცნიერო წრე, რაც მსოფლიო მასშტაბით ვინც მუშაობს ასეთი ტიპის მოვლენებზე, მყინვარულ ღავრცოფებზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერი ისეთი განსაკუთრებული სამეცნიერო კუთხით, რაც არ მომხდარა სხვაგან, აქაც არ ყოფილა ეს შემთხვევა. ანუ გენეზისიც ცნობილია და გამომწვევი ფაქტორების და ა.შ. და თუ მოდელირებაზე მიდგა საქმე, ეს აუცილებელი ფაქტორია ანუ სცენარი უნდა შექმნან და ამ სცენარის მიხედვით მოდელირება აწარმოონ და ამას დრო სჭირდება. ამას ერთი და ორი კვირა არ ეყოფა, - ამბობს თეა გოდოლაძე.

შოვის სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ საბოლოო დასკვნას ქართველი სპეციალისტები შვეიცარიულ კომპანიასთან თანამშრომლობით მოამზადებენ. ინფორმაცია ცნობილი შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული განაცხადით გახდა, რომელშიც ნათქვამია, რომ "2023 წლის 3 აგვისტოს მდ. ბუბისწყლის აუზში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური კითხვები და საჭიროა მას უმოკლეს ვადებში გაეცეს პასუხი".

სახელმწიფო შვეიცარიულ კომპანიას "GEOTEST-ს" ამ დოკუმენტზე მუშაობისთვის ბიუჯეტიდან 42 000 ევროს გადაუხდის. 

 

მსგავსი სიახლეები