"წულუკიანმა რასაც ხელის მოჰკიდა, ყველაფერი დააზიანა" - ხელოვნების მუზეუმში ვნებათაღელვა არ ცხრება
ხელოვნების მუზეუმის გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ კულტურის მინისტრი ეროვნული მნიშვნელობის ნაგებობას მიზანმიმართულად ანადგურებს, რომ ის საბოლოოდ ინვესტორს გადასცეს.
შენობა ავარიულია, ნესტი საფრთხეს უქმნის ექსპონატებსაც, მაგრამ თუ ისტორიული ნაგებობის რეაბილიტაცია სწორად მოხდება, მისი შენარჩუნება თავისუფლადა შესაძლებელი.
ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის ნანა ბურჭულაძის თქმით, საგანგაშოა ის მდგომარეობა, რომ იკარგება უძველესი შენობა და ისტორიის იერსახე. ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ შენობა გადასარჩენია, რადგან ის ინახავს ქვეყნის კულტურას და ტრადიციას.
ერთია ყველაზე საგანგაშო, რომ ამით ჩვენ ვკარგავთ, როგორც უძველეს შენობას, ასევე იერსახეს, ჩვენი ისტორიის ნაწილს ამ შენობის სახით. არ ვიცი მე, რა უნდა გააკეთონ, პარკინგი გააკეთონ თუ რა. ყველა შემთხვევაში ეს შენობა უკვე გადასარჩენია. ყველანაირი მცდელობა უნდა იყოს სწორედ სახელმწიფოს მხრივ, რომ შეინარჩუნოს ასეთი შენობები, მთელი კულტურული ევროპაა, თუ ამერიკა, თუ გნებავთ აზიის ქვეყნებში სიძველეებს ინახავენ იმიტომ, რომ აჩვენონ მათი ქვეყნის ტრადიცია, იგივე სამშენებლო ტრადიცია", - ამბობს ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი, ნანა ბურჭულაძე.
ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომლის, ნიკა წიქარიშვილის თქმით, კულტურის მინისტრმა რასაც ხელი მოჰკიდა ყველაფერი დააზიანა. გარდა ამისა, ყოფილი თანამშრომლებს მოჰყავთ გელათის ტაძრის მაგალითი. ისინი საუბრობენ, რომ თეა წულუკიანს საკმარისი კომპეტენცია არ აქვს ამ სფეროში, რომ სწორად იმოქმედოს.
პარლამენტის ტრიბუნიდან მოსალოდნელი იყო, მისი პოლიტიკა ძალიან ჰგავს "პუტიუმკინის" სოფლების მშენებლობას და რასაც ხელი მოჰკიდა სამწუხაროდ ამ მინისტრმა ყველაფერი დაზიანდა. თუ ავიღებთ გელათის შემთხვევას ძალიან ნათელი მაგალითია და ამ შემთხვევაშიც, როდესაც ლაპარაკი არის ეროვნული კატეგორიის კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლზე ასეთი მიდგომა უკვე დაუშვებელია. მიგვაჩნია, რომ ეს ხდება იმის გამო, რომ ქალბატონ თეას არ ჰყოფნის კომპეტენცია ამ სფეროში", - ამბობს ხელოვნების მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი, ნიკა წიქარიშვილი.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.