ოზურგეთში, სკოლაში სასწავლო პროცესის დროს ჭერი ჩამოინგრა და მშობელს თავზე დაეცა
"ტვ პირველის" ინფორმაციით, ოზურგეთში, სოფელ ქვემო ნატანებში სასწავლო პროცესის დროს ჭერი ჩამოინგრა და მშობელს თავზე დაეცა, დაშავდა დამლაგებელიც.
ინფორმაცია "პირველებს" სკოლის დირექტორმა დაუდასტურა. ლავრო კოსტავას თქმით, სკოლაში მეორე სმენის სასწავლო პროცესი მიმაცემინებდა რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
როგორც ირკვევა, ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში მეორე სმენაში ზემო ნატანების სკოლის სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.
დაშავებულები სკოლიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა. მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დამლაგებელს, ის ექიმების მეთვალყურეობაში რჩება.
ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.