მკვლელობა ამერიკაში - საქართველოს მოქალაქემ მეგობარს დანა 15 ჯერ ჩაარტყა
სასტიკი მკვლელობა ბრუკლინში - 43 წლის მამუკა ყულოშვილის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. გიორგი ხაჟალიას ბრუკლინის პოლიცია დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება.
43 წლის ქართველს მეგობარმა 15 ჭრილობა თვითმხილველების თვალწინ სამზარეულოს დანით მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.
სამართალდამცავები საზარელი მკვლელობის მოტივს არკვევენ.
ირკვევა, რომ გარდაცვლილი მამუკა ყულოშვილი და გიორგი ხაჯალია აშშ-ში ემიგრანტები იყვნენ და ერთ ბინაში ცხოვრობდნენ.
დაჭრილი ყულოშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე დღის წინ დაიღუპა.
პოლიციამ ხაჯალია მკვლელობის, მუქარისა და თავდასხმის ბრალდებით დააკავა.