ბოლნისში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა
ბოლნისში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა, დაჭრილია გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილი. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა დანითაა ჩადენილი.
"პირველების" ინფორმაციით, მკვლელობისა და დაჭრის შემდეგ შუახნის მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა.
15 წლის გოგოს მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება მკვლელობაში ბრალდებულიც, რომელიც გავრცელებული ცნობით უმძიმეს მდგომარეობაშია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.