გამარჯვების პლატფორმამ“ პენსიონერების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

26.09.23 14:04
გამარჯვების პლატფორმამ“ პენსიონერების საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა გამართა

„გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პენსიონერების საინიციატივო ჯგუფთან პარლამენტში შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მთავარ საკითხს 350 000- მდე პენსიონერისთვის საპენსიო სესხის გაუქმება და საპენსიო ასაკის დაწევა წარმოადგენდა. 

„გამარჯვების პლატფორმის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, სწორედ ამ თემების გარშემო 30 სექტემბერს „ I პენსიონერთა ფორუმი“ გაიმართება, სადაც მიღებული გადაწყვეტილებები მოქალაქეებს საჯაროდ ეცნობება: 

შაბათს, 11 საათზე, გაიმართება პირველი პენსიონერთა ფორუმი, სადაც იქნება კონკრეტული საკითხები დაყენებული, რომელიც პენსიონერებს აწუხებს. 

ეს მოთხოვნები ეხება საპენსიო სესხს, ჩამოიწეროს და ამის რესურსი ბიუჯეტში არის და მეორე მამაკაცებისთვის დაიწიოს საპენსიო ასაკმა, - განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები