მოქალაქე საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანას ცდილობდა
სარფში მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების თქმით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ზ.ჩ.-ს ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები: 106 აბი ,,Methadone 40" და 14 კაფსულა ,,Galara” (300 MG Pregabalin) აღმოაჩინეს," - ნათქვამია განცხადებაში.