კალაძემ პირობა ვერ შეასრულა - წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დათქმულ ვადებში ვერ სრულდება

26.09.23 17:41
კალაძემ პირობა ვერ შეასრულა - წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დათქმულ ვადებში ვერ სრულდება

კახი კალაძის მორიგი შეუსრულებელი დაპირება - წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში ვერ ესწრება. კომპანია "მილენიუს ბილდერ გრუპმა", რომელიც სამუშაოებს ასრულებს, დამატებით კიდევ ორი თვე ითხოვა. არადა, მერი პირობას დებდა,  რომ დიდუბის ხიდიდან სამტრედიის ქუჩამდე მონაკვეთი 120 დღეში, აგვისტოს ბოლოს დასრულდებოდა. გადავადების მიზეზად კი ახლა წვიმა და უახსირსხოდ ჩატარებულ სამუშაოები  სახელდება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დედაქალაქის მერიის მხრიდან გახორციელებული პროექტებისთის ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც კომპანიაები დათქმულ ვადაში ვერ ეტევიან. ხელისუფლების ოპონენტები მიზეზად კომპანიის დაუდევრობას და ასევე, დედაქალაქის მერიის მიერ არასწორად გახორციელებულ სამუშაოებს ასახელებენ.

თბილისის მერი კახი კალაძე სამუშაოებს გეგმავს მისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. წერეთლის გამზირზე, დიდუბის ხიდიდან სამტრედიის ქუჩამდე მონაკვეთი უნდა დასრულებულიყო 120 დღეში. 15 სექტმებრიდან ვადები გახანგრძლივდა 180 დღით ანუ კიდევ 60 დღე მოითხოვა კომპანიამ დასასრულებლად, ოღონდ ამ 60 დღის მიზეზად დასახელებულია ისევ მუდმივად წვიმები. დღეს ძალიან დიდი პრობლემაა წერეთკლის გამზირი, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე. 

'ლელოს" წევრი საბა ბუაძე სავარაუდო კორუფციაზე საუბრობს. 

მუდმივად არსებობს პრობლემები ვადებთან დაკავშირებით, მუდმივად ვადების მიუხედავად, არსებბობს პრობლემები ხარისხთან მიმართებაში  და ეს ადასტურებს ერთ რამეს, რომ თბილისის მერია ტენდერის შემსრულებელ კომპანიებს არჩევს არა კვალიფიკაციის და შესაძლებლობების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენი გაუნაწილდებათ კონკრეტულ თანამდებობის პირებს კორუფციული სქემების საშუალებით, - ამბობს ბუაძე.  

დიდუბის მოსახლეობა კი ამბობს, რომ რეაბილიტაცია კარგია, თუმცა სურთ, სამუშაოები მალე დასრულეს, რადგან გადაადგილებასტან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ.  

ბავშვი აქ სწავლობს სკოლაში და ძალიან დატვირთულია ეს ტრასა, წერეთელი და ყოველთვის 1 საათით ადრე გამოვდივართ, რომ არ ვიყოთ საცობში. რისი პრობლემაა და ამ მთავრობის პრობლემაა, აბა, მეტი, ვისი უნდა იყოს? შეჭმულია ყველა ფულები და მოკლედ, დანარჩენი ყველამ იცის, - ამბობს მოქალაქე. 

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, წესით, 2024 წლის იანვარში უნდა დასრულდეს, თუმცა რამდენად ცაეტევა ამ ვადაში დეაქალქის მერია, უცნობია. 

მსგავსი სიახლეები