აშშ-ში ქართველმა ქართველი მოკლა - უმძიმესი კრიმინალური ამბავი, რომელმაც ამერიკული გამოცემები ააჭრელა
ბრუკლინის სასამართლო ერთი ქართველის მიერ მეორეს მკვლელობის საქმეს განიხილავს. ყველაფერი პარკინგის ადგილისთვის ჩხუბით დაიწყო და სასტიკი ანგარიშსწორებით დასრულდა.
ამერიკელმა პოლიციელებმა მამუკა ყულოშვილის დასახიჩრებული ცხედარი ბრუკლინში მის საცხოვრებელ სახლთან ნახეს. მას მეზობელმა 15 ჭრილობა დანით მიაყენა, რის შემდეგაც გიორგი ხაჟალია ადგილიდან გაიქცა.
პოლიციამ ხაჟალია მის სახლში დააკავა და ის ახლა ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა - სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს ძიება ბრუკლინის პოლიციაში.
მოკლულის მეუღლე კი "პირველებს" სასტიკი ანგარიშწორების დეტალებს უყვება. როგორც ირკვევა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ხაჟალიამ 43 წლის კაცი სასიკვდილოდ ავტომობილის საპარკინგე ადგილის გამო გაიმეტა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.