პრორუსი რადიკალები ფულს და იარაღს აგროვებენ - სუს-ი დაანონსებულ მასობრივ არეულობას არ იმჩნევს

26.09.23 20:02
პრორუსი რადიკალები ფულს და იარაღს აგროვებენ - სუს-ი დაანონსებულ მასობრივ არეულობას არ იმჩნევს

 

 

ქვეყნისთვის ყველაზე საშიში დაჯგუფება მოქმედებაზე გადადის. მოძალადე რადიკალები მასობრივ არეულობას აანონსებენ. აგროვებენ ფულს და იარაღს. დააფუძნეს მოძრაობა ანტიმაიდანი, სადაც  რადიკალთა რაზმების მობილიზიება მოხდება.

უკვე 24 საათია, საჯაროა ყველა მტკიცებულება, რითაც ირკვევა, რომ პრორუსული დაჯგუფება ქვეყანაში მოვლენების განვითარების საგანგაშო სცენარზე მუშაობს, თუმცა სუსი ამ დრომდე მდუმარებაშია.  

"ქართული ოცნების" მხარდამჭერმა რადიკალებმა მოძრაობა ანტიმაიდანი გუშინ დააფუძნეს. ხალხს ანგარიშებზე ფული ჩაარიცხინეს და უთხრეს, რომ უნდა იმოქმედონ მაშინ თუ ქუჩაში მთავრობის პრორუსული პოლიტიკის მოწინააღმდეგე ადამიანები გამოვლენ. პროტესტის ჩახშობას კი იარაღით და ძალადობით აპირებენ.

მართალია, ქართულმა ბანკებმა მოძალადეებს ანგარიშები დაუბლოკეს, თუმცა ეს მათ მაინც არ აჩერებთ. აანონსებენ, რომ ფულს ხალხი მათთან ქეშად მიიტანს და გეგმას მაინც განახორციელებენ. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები