შსს ახალ სკანდალში ეხვევა - გომელაურის პოლიციელები სასტიკ მოპყრობაში ამხილეს
კიდევ ერთი სკანდალი, რომელშიც შს სამინისტრო ეხვევა - გომელაურის პოლიციელები სასტიკ მოპყრობაში არიან მხილებულები. "პირველებთან" ძალადობის მსხვერპლი ახალგაზრდები ალაპარაკდნენ. ისინი არადამიანურ მოპყრობაში თაბუკაშვილის ქუჩის პოლიციის 10-მდე თანამშრომელს ადანაშაულებენ. ყვებიან, რომ სასურველი ჩვენების მისაღებად სამართალდამცველები დასაკითხად გადაყვანილი 5 ახალგაზრდიდან 4 ბიჭს უმოწყალოდ სცემდნენ, ერთ გოგონას კი აგინებდნენ.
"მორიგეობით შემოდიოდნენ ჩვენთან, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მაგრად დაგვარტყამდა," - უყვება "პირველებს" ერთ-ერთი დაზარალებული.
საბედისწერო ღამეს თაბუკაშვილის ქუჩის პოლიციის განყოფილებიდან ახალგაზრდების განწირული ხმა ისმოდა. ისინი შველას ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ. მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ დაახლოებით 10 დღის შემდეგაც მოზარდები თავს შეუძლოდ გრძნობდნენ. მოძალადე პოლიციელების ნაწილი რეპოსნდენტებმა "პირველების" კამერის წინ ამოიცნეს.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.