ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა და თვითდაზიანებები მიიყენა - დაზიანებები აქვს არასრულწლოვან შვილსაც

26.09.23 20:17
ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა და თვითდაზიანებები მიიყენა - დაზიანებები აქვს არასრულწლოვან შვილსაც

შვილის თვალწინ მოკლული დედა. ახალგაზრდა ქალს ქმარმა 40-მდე ჭრილობა მიაყენა და თავადაც თვითმკვლელობა სცადა. მიყენებული დაზიანებით ქალი ადგილზე გარდაიცვალა. დაზიანებები აქვს მის არასრულწლოვან შვილსაც, რომელიც ამ ტრაგედიის თვითმხილველი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი დედის დახმარებას ცდილობდა და ამ დროს თავადაც გახდა თავდასხმის მსხვერპლი.

ცოლს მკვლელობის შემდეგ კი იოანე კაზეიანმა დაზიანებები ყელისა და გულმერდის არეში მიიყენა. ის ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ოპერაციის შემდეგ კაზეიანი გონზე არ მოსულა და მისი დაკითხვაც სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს. ერთადერთი ვისი ჩვენებაც მოისმინეს, მოკლულის არასრულწლოვანი ბავშვია. წინასწარი ინფორმაციით, ბოლნისში მოხდარი სასტიკი მკვლელობა ეჭვიანობას უკავშირდება.

ვრცლა ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები