სამარცხვინოა, კონსერვატორიას კონსერვატორიელებისგან პოლიციით იცავენ - უშიკიშვილი

27.09.23 13:19
სამარცხვინოა, კონსერვატორიას კონსერვატორიელებისგან პოლიციით იცავენ - უშიკიშვილი

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი სამარცხვინოს უწოდებს იმ პროცესებს, რომელიც თბილისი კონსერვატორიაში მიმდინარეობს.

მისი თქმით, კონსერვატორიას კონსერვატორიელებისგან პოლიციით იცავენ და ცდილობენ კონტროლ ქვეშ მოაქციონ ის ადგილი, რომელიც თავისუფლებასთან არის დაკავშირებული.

სამარცხვინო პროცესია. დავთვალე ახლა და 4-5 ეკიპაჟი იცავს კონსერვატორიას შიგნიდან და გარედან. ოღონდ რისგან იცავენ და ვისგან იცავენ გაურკვეველია. ეს არის სახე დღევანდელობისა, როცა კონსერვატორიელებისგან სახელმწიფო პოლიციით იცავენ შენობას. ისინი ცდილობენ, რაც მათ კონტროლ ქვეშ არ არის და რაც დაკავშირებულია თავისუფლებასთან, ის უბრალოდ მოსპონ და დანიშნონ ისეთი ადამიანები, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობენ". - აცხადებს გიორგი უშიკიშვილი. 

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობასთან ხელოვანებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც  კულტურის მინისტრმა რექტორის არჩევნები გააუქმა.

რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს იყო დანიშნული, რექტორს კონსერვატორიის საბჭო ირჩევდა.

გუშინ კი პირადად თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. სამინისტრო ამტკიცებს, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.

წულუკიანის ბრძანებას წინ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გაჟღერებული მუქარა უძღოდა წინ, რომლის თანახმადაც კონსერვატორიაში რეფორმაა ჩასატარებელი და რომ ხელმძღვანელობა "ვერ ასრულებს ფუნქციას" . 

მსგავსი სიახლეები