"ხვალ ქვეყანაში გააუქმებენ არჩევნებს" - კონსერვატორიასთან აქცია გრძელდება

27.09.23 13:32
"ხვალ ქვეყანაში გააუქმებენ არჩევნებს" - კონსერვატორიასთან აქცია გრძელდება

კონსერვატორიასთან შეკრებილი ხელოვანები ამბობენ, რომ ხელისუფლება ალბათ ხვალ ქვეყანაშიც გააუქმებს არჩევნებს.

მათი თქმით, ადრე უკვე ვნახეთ ომით სახელმწიფოს გაუქმება, ახლა კი სახეზეა ამგვარი მეთოდებით სახელმწიფოს მოსპობა.

ხვალ გააუქმებენ ქვეყანაში, სახელმწიფოში არჩევნებს. ანუ როგორც უნდა ისე მოქმედებენ. ეს ძალიან საშიშია, ჩვენთვის, სახელმწიფოსთვის. ასე ერთხელ უკვე ვნახეთ, ოღონდ მაშინ ომით იყო სახელმწიფოს გაუქმება, ახლა აუქმებენ ასე". - ამბობს ხელოვანი.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შენობასთან ხელოვანებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც  კულტურის მინისტრმა რექტორის არჩევნები გააუქმა.

რექტორის არჩევნები 10 ოქტომბერს იყო დანიშნული, რექტორს კონსერვატორიის საბჭო ირჩევდა.

გუშინ კი პირადად თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები პროცედურები შეწყდა. სამინისტრო ამტკიცებს, რომ საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ხარვეზით მიმდინარეობდა.

წულუკიანის ბრძანებას წინ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს გაჟღერებული მუქარა უძღოდა წინ, რომლის თანახმადაც კონსერვატორიაში რეფორმაა ჩასატარებელი და რომ ხელმძღვანელობა "ვერ ასრულებს ფუნქციას" . 

მსგავსი სიახლეები