ამოცნობილია ყველა პოლიციელი, ვინც განყოფილებაში ახალგაზრდებს, სავარაუდოდ, სასტიკად გაუსწორდა
ჯგუფური ანგარიშსწორება ახალგაზრდებზე - ყველა პოლიციელი, ვინც სავარაუდოდ, ახალგაზრდებს სასტიკად სცემდა და რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდა, ამოცნობილია. მათ შორის ერთი გენრი ღვინჯილიაა, ძველი თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილე, რომელსაც ნაცემი ახალგაზრდები ხელს ადებენ.
დაზარალებულის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში არიან მოწმეები და არის მტკიცებულებები, რომლებიც პოლიციელის მხრიდან ძალადობას ადასტურებს.
გვყავს მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ძალადობრივ ქმედებას, გვაქვს სამედიცინო ბარათები, რომლებიც ადასტურებს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების დაზიანებებს. აგრეთვე იდენტიფიცირებულია კიდევ ერთი მოძალადე პოლიციელი, რომელიც გახლავთ ძველი თბილისის მეშვიდე სამმართველოს პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელიც ახორციელებდა ძალადობრივ ქმედებებს ორ დაზარალებულთან მიმართებით. ველოდებით საგამოძიებოდან დროულ და ადეკვატურ რეაგირებას". - ამბობს ადვოკატი.
ახალგაზრდები არაადამიანურ მოპყრობაში თაბუკაშვილის ქუჩის პოლიციის 10-მდე თანამშრომელს ადანაშაულებენ. ჰყვებიან, რომ სასურველი ჩვენების მისაღებად სამართალდამცველები დასაკითხად გადაყვანილი 5 ახალგაზრდიდან 4 ბიჭს უმოწყალოდ სცემდნენ, ერთ გოგონას კი აგინებდნენ.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.