თეთრი ფურცლების საქმე - დაკავებულები დააჯარიმეს
თეთრი ფურცლების საქმე - 2 ივნისს აქციაზე ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ მიტანილი ბანერების გამო დაკავებულები დღეს სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო.
საბა ბრაჭველი, ედუარდ მარიკაშვილი, ნიკა რომანაძე და გრიგოლ ფრანგიშვილი მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ერთ მუხლში გაამართლა და მათ 500-ლარიანი ჯარიმები დააკისრა. ხოლო იმავე დღეს დაკავებული ნოდარ სიხარულიძე მან ორივე მუხლში გაამტყუნა და 2 000 ლარით დააჯარიმა.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო შჩერბაკოვმა, ცარიელი ფურცლისა და პლაკატის, წარწერით “ირაყლი” აქციაზე ჭერა ხულიგნობად გამოაცხადა და 2 ივნისს დაკავებულები 500 ლარით დაგვაჯარიმა.
ეს გადაწყვეტილება არ გვეხება მხოლოდ ჩვენ, ვინც ჩვენი საქმიანობის გამო დაგვაკავეს, გაგვასამართლეს და დაგვსაჯეს. გადაწყვეტილება ეხება ყველას, რადგან ეს ქმედებები უკანონოდ გამოცხადდა ყველასთვის მომავალში.
სასჯელის ერთ-ერთი მიზანია შეცვალოს სამართალდამრღვევის ქცევა უკეთესობისკენ, ხოლო ამ უკანონო გასამართლებისა და დასჯის მიზანი ჩემი საქმიანობის შემდგომ გაგრძელებაზე დაფიქრებაა. შესაბამისად, როგორი მკაცრიც არ უნდა ყოფილიყო სასჯელი ის ამ მიზანს ვერ მიაღწევდა. მე უფლებადაცვითი საქმიანობის შეწყვეტას არ ვაპირებ - პირიქით". - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას ხვალ სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
თუ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას კვლავ ძალაში დატოვებს, არასამთავრობოს იურისტები ამბობენ, რომ ქვეყნის რეპუტაციას აღნიშნული საქმე საფრთხეს შეუქმნის.
კიდევ სამი პირი რჩება, რომელზეც გადაწყვეტილება არ არის გამოტანილი, მათ შორის არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში თეთრი ფურცელი ეჭირა და აპროტესტებდა ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას.
შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.