სოფელ დარჩელში დენის დარტყმის შედეგად 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - სოფელ დარჩელში დენის დარტყმის შედეგად 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.