ყაჩაღობის ინსცენირებაში ბრალდებულის სახლში ხანძარი იყო - რა მოხდა წალენჯიხაში
გვიან ღამით, წალენჯიხაში ყაჩაღობის ინსცენირებაში ბრალდებულის, გია მიქავას სახლში ხანძარი იყო - მეხანძრე მაშველები ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა, შესაბამისად, სახლი დაწვას გადაურჩა.
მომხდარის დეტალები უცნობია, თუმცა საინტერესოა ფაქტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა.
სოფელ მედანში მცხოვრები კაცი საკუთარ სახლზე ყაჩაღური თავდასხმის ინსცენირებაშია ბრალდებული. დაახლოებით, 2 კვირის წინ მან პოლიციას შეატყობინა, რომ ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა დააყაჩაღეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ძვირფასი ნივთები, ასევე, 17 ათასი ლარის ოდენობის თანხა წაიღეს.
მოგვიანებით ძვირფასეულობა პოლიციამ, მიქავას ნაკვეთში გადამალული იპოვა, სისხლი კი რომელიც მამაკაცს აღენიშნებოდა, ფრინველის აღმოჩნდა.
ინფორმაცია და ფოტოები თავდაპირველად "თაიმერმა" გაავრცელა.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.