არ გვაქვს უფლება? - ლიკა ტოკლიკიშვილის პირველი განმარტება ხმაურიანი კინოჩვენების შემდეგ
ლიკა ტოკლიკიშვილის პირველი განმარტება ხმაურიანი კინოჩვენების შემდეგ - ფილმ "იარე ლიზას" სცენარისტი ფიქრობს, რომ მისი თვალით დანახულ რეალობაში პრობლემა არ არსებობს.
ტოკლიკიშვილი მაყურებლის რეაქციას "აგრესიას" უწოდებს და ამბობს, რომ კონკრეტულ ადამიანებს საქართველოში 90-იანი წლების დაბრუნება უნდათ.
მისი თქმით, თუ აფხაზებთან არ მოხდა დიდი შერიგება არ მოხდა, ასე მას ვერ დავიბრუნებთ.
ჩვენ ფილმში ვთქვით ჩვენი სათქმელი, ის რასაც ადამიანები იქ ადამიანურ დონეზე ვხედავდით, არ გვაქვს უფლება, რომ ეს ჩვენს ფილმებში, ჩვენს წიგნებში გამოვხატოთ? ის აგრესია, რაც გუშინ ამათ გამოავლინეს იქ, იყო სრულიად წარმოუდგენელი იმიტომ, რომ 90-იანი წლების დაბრუნება საქართველოში შეუძლებელია"- აცხადებს ფილმის სცენარისტი.
ლიკა ტოკლიკიშვილის მტკიცებით, ფილმი ქართველი ჯარისკაცების დისკრედიტაცია არ არის და მის უკან სუს-ი არ დგას, როგორც ამას კინოთეატრში შეკრებილი მოქალაქეების დიდი ნაწილი ამბობდა.
არ იყო ეს დისკრედიტაცია, ამ პოზიციის უკან არ ვდგავარ მხოლოდ მე ლია. როგორ გგონიათ, 30 წელი სიჩუმე და მარტო იმის ძახილი, რომ პუტინი ლილიპუტინია და რუსეთისთვის ფონის გაკეთება, რომ კარგად დაითრიოს აფხაზები და კარგად მიიბას აფხაზები და ჩვენი აფხაზეთი, დიდხანს უნდა გაგრძელდეს? სწორედაც ყველაფერი უნდა გაკეთდეს. გნებავთ კულტურის პლატფორმით, რაც ვერ გააკეთა პოლიტიკამ, დიახ, ამას გავაკეთებთ ჩვენ.
არ ვიცი ხალხი რას ფიქრობს, პირველი ვიქნები, ვინც აფხაზეთის (დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების). წინააღმდეგ დადგება.
აფხაზებთან შერიგების გარეშე, შეუძლებელია აფხაზეთის დაბრუნება. მეც მაპატიე, ბოლოში არის "მეც მაპატიეთ" ეს ნიშნავს, რომ შენ უკვე გაპატიე იმაზე, რასაც ფილმშიც ვყვები, როგორ დაუხოცეს, გაგრაში როგორ დავმარხეთ ცოცხალი ადამიანები.
ფილმშია მოთხრობილი, რატომ დაინახეთ მხოლოდ ერთი მხარე. სუსის ხელწერას მე ვხედავ სწორედ იმ ადამიანების ბრდღვინვაში, ვისაც მიაჩნია, რომ ფილმის მთავარი ლოზუნგი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და აფხაზეთი არის ორი ხალხის სამშობლო ვისაც ასე აღიზიანებს"- აცხადებს ის.
დაპირისპირება კინოთეატრ "ამირანში" - სოხუმის დაცემის დღეს ნაჩვენებ ფილმს, "იარე ლიზა" საზოგადოების პროტესტი მოყვა
პროტესტის მიზეზი ლია ტოკლიკიშვილის მიერ გადაღებული ფილმში მოყვანილი მცდარი ფაქტებია.
"თქვენ ამ ფილმით ამზადებთ ნიადაგს აფხაზეთის აღიარებისთვის" - ისმოდა კინოთეატრში.
"ამ ფილმით ჯარისკაცები ნარკომანებად გამოიყვანეთ" - აპროტესტებდა ერთ-ერთი დამსწრე სცენარისტის დანახულ რეალობას.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.