"ეს არის რუსული სპეცოპერაცია, აიკრძალოს ფილმის ჩვენება" - აფხაზეთიდან დევნილები
"ეს არის რუსული სპეცოპერაცია, აიკრძალოს ფილმის ჩვენება" - აფხაზეთიდან დევნილები ლია ტოკლიკიშვილის რეალობის დამახინჯებაში ადანაშაულებენ.
ფილმი "იარე ლიზა" ამ დრომდე განხილვის მთავარი საგანია. აფხაზეთიდან დევნილები პროტესტით გამოდიან და ამბობენ, რომ ფილმით ქართული სამხედრო ნაწილის დისკრედიტაცია ხდება.
დევნილები ფილმის გამო შეურაცხყოფილები და გულგატეხილები იყვნენ, რაც მოგვიანებით მათ ემოციებშიც აისახა.
მინდა ვკითხო თვითონ ფილმის დამდგმელ რეჟისორს, მე გუშინ სანთლებს გმირთა მოედანზე ვის ვუნთებდი? - ნარკომანებს და ბოევიკებს? როგორ შეიძლება ასეთნაირად ერთ ქვაბში მოიხარშოს ყველაფერი? რატომ არ საუბრობს ქართველების გენოციდზე? რატომ არის ცალმხრივად ხაზგასმული ქართველების დანაშაული, ანუ ეს ადამიანები მარტო ტერიტორიისთვის იბრძოდნენ და მათთვის აფხაზეთი სამშობლო არ ყოფილა? და აფხაზებისთვის სეპარატისტებისთვის მეორე მხარე, რომელიც იბრძოდა მათთვის ყოფილა აფხაზეთი სამშობლო? ძალიან შეურაცხყოფილები და გულგატეხილები ვიყავით, რაც ჩვენს ემოციებშიც აისახა. საერთოდ უნდა დაიხუროს ეს ფილმი და ის ჰონორარი, რომელიც ამ ფილმისთვის იყო დაფინანსებული დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტს. ეს არის რუსული სპეცოპერაცია, რუსული ნარატივი, რომ ნელ-ნელა გვაჩვევენ, რომ აფხაზეთი უნდა ვაღიაროთ, ნურას უკაცრავად ვერ მოგართმევთ", - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.