სკანდალი ფილმის ირგვლივ - აფხაზეთიდან დევნილები "იარე ლიზას" აკრძალვას ითხოვენ
სკანდალი ფილმის ირგვლივ. აფხაზეთიდან დევნილები და ომის ვეტერანები "იარე ლიზას" აკრძალვას ითხოვენ. ბრალდებები უმძიმესია - "თქვენ ამ ფილმით ამზადებთ ნიადაგს აფხაზეთის აღიარებისთვის". მაყურებლების ხმამაღალი პროტესტი ჯერ კიდევ ფილმის ჩვენების დროს დაიწყო. ვითარება კინოთეატრში იმდენად დაიძაბა, რომ დამსწრეთა ნაწილი დაცვამ გაიყვანა დარბაზიდან. ბრალდებების მთავარი ადრესატი ფილმის სცენარის ავტორია. ლია ტოკლიკაშვილი ამტკიცებს, რომ ქართველი ჯარისკაცების დაკნინება მისი მიზანი არ ყოფილა. მაყურებლის მწვავე რეაქციას კი აგრესიად აფასებს.
ლუზერებად და ნარკომანებად გამოყვანილი ქართველები და გმირი აფხაზები - სწორედ ეს დაინახა მაყურებელთა ერთმა ნაწილმა ნანა ჯანელიძის ახალ ფილმში. ვინ მოიწონა სცენარი, ვინ დაამტკიცა და ვინ გამოყო ფული "იარე ლიზას" გადასაღებად. ეს იყო დღეს განხილვის მთავარი თემა. კულტურის მინისტრი ხელს გიორგი გახარიასკენ იშვერს. ბრალდებები ისმოდა კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მისამართითაც, თუმცა გაგა ჩხეიძემ დღეს ყველა კარტი გახსნა და გვარებით დაასახელა ყველა ის პირი, ვინც ფილმს მწვანე შუქი აუნთო.
დღის ბოლოს ფილმის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე საჯარო განცხადება გაავრცელა "იარე ლიზას" რეჟისორმა ნანა ჯანელიძემაც.
დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.