საზარელი მკვლელობა შიდა ქართლში - შვილმა მამა სანადირო თოფით მოკლა
საზარელი მკვლელობა შიდა ქართლში - შვილმა მამა მოკლა. შემთხვევა სოფელ ქორდში მოხდა. შსს-ს ცნობით, შვილმა მამას სასიკვდილო დაზიანებები თავის არეში სანადირო თოფით მიაყენა. ირკვევა, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით მან ცხედარი თბილისში, კუთვნილ აგარაზე წაიღო და დამალა.
"გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას - 1956 წელს დაბადებულ უ.ი.-ს სანადირო თოფით, თავის არეში, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს", - წერია შსს-ს განცხადებაში.