კონფლიქტი მოკლულის დაბადების დღეზე დაიწყო - ჩოხატაურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
პოლიცია ამ დრომდე ვერ გადის ჩოხატაურში მომხდარი მკვლელობის მთავარი ფიგურანტის კვალზე. 27 წლის მამაკაცი მიმალვაშია. სავარაუდო დამნაშავეს ბრალად თანასოფლელის მკვლელობა ედება.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება დანაშაულის სავარაუდო მოტივი. როგორც გაირკვა ავთო სიხარულიძეს თავდამსხმელმა დანით დაზიანებები შურისძიების ნიადაგზე მიაყენა. კონფლიქტი ორი დღით ადრე, დაბადების დღის წვეულებაზე დაიწყო.
როგორც "პირველებმა" გაარკვია და როგორც თვითმხილველების ჩვენებებიდან ირკვევა, წინა დღეს დაბადების დღეზე, როდესაც 23 წლის გახდა ავთო სიხარულიძე, სუფრიდან წამოსულ ახალგაზრდებს შორის სოფლის ცენტრში შელაპარაკება მოხდა.
მეორე დღეს კი მკვლელობაში ბრალდებულმა სახლში მიაკითხა ავთო სიხარულიძეს, სახლიდან გამოიყვანა, მეგობრის სახლთან მიიყვანა და დანა რამდენჯერმე დაარტყა. როგორც მეზობლები ყვებიან, მათ გაიგეს ხმაურის ხმა და თვითმხილველის ძახილი, რომელიც სასწრაფოში დარეკვას ითხოვდა. ბოლოს ავთო სიხარულიძე ახალგაზრდებმა თავად მიიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო.
მეზობლების თქმით, მოკლულს და სავარაუდო დამნაშავეს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მეზობლები იყვნენ და ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს.
სავარაუდო დამნაშავემ ციხე 3 თვის წინ დატოვა. ის სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.