ამერიკის თავდაცვის ძალებმა, სუს-ის, შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები გადაამზადეს
ამერიკის თავდაცვის ძალებმა, სუს-ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები გადაამზადეს. ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მიზანია საქართველოში უფრო ეფექტურად ებრძოლონ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების გავრცელების რისკებს. ამით, ორგანიზებული ეროვნული სწავლების მომდევნო ეტაპი დასრულებულია.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ალან ს. პერსელი მადლობას უხდის ქართველ პარტნიორებს იმ სამუშაოსთვის, რომელიც შესრულდა ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული რადიოლოგიური და ფეთქებადი საფრთხეების წინააღმდეგ.
მსურს, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ პარტნიორებს იმ სამუშაოსთვის, რომელიც შესრულდა ქიმიური, ბიოლოგიური, ბირთვული რადიოლოგიური და ფეთქებადი საფრთხეების წინააღმდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნულ სფეროში ჩვენ გვაკავშირებს მტკიცე პარტნიორობა. ამასთან, მოხარული ვარ, რომ გავხდი ამ მნიშვნელოვანი პროგრამის დასრულების მოწმე, რომელიც გულისხმობდა იმ საფრთხეებთან გამკლავებას, რომელთა მინიმუმამდე დაყვანაც დღესდღეობით მსოფლიოში ყველას ინტერესებში შედის". - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა.
სუსის უფროსის მოადგილის გიგა ნიკოლეიშვილის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს საგანგებო სიტუაციების დროს ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას, რაც სწავლების პროცესში ნათლად გამოჩნდა.
წარმატებით დასრულდა უწყებათაშორისი საველე სწავლების მომდევნო ეტაპი. სწავლებაში მონაწილეობას იღებდნენ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა ქვედანაყოფები, ასევე შსს-ს და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. სწავლების პროცესში ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საგანგებო სიტუაციების დროს ქვეყანაში არსებული ძალოვანი სტრუქტურების კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას", - ამბობს სუსის უფროსის მოადგილე, გენერალ მაიორი, გიგა ნიკოლეიშვილი.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.