ივანიშვილი მეოთხე პრეზიდენტს გადადგომას სთხოვდა? - საკითხზე მარგველაშვილი არ საუბრობს

29.09.23 11:25
ივანიშვილი მეოთხე პრეზიდენტს გადადგომას სთხოვდა? - საკითხზე მარგველაშვილი არ საუბრობს

როგორ აიძულებდა ბიძინა ივანიშვილი მეოთხე პრეზიდენტს თანამდებობიდან გადადგომას - საკითხზე გიორგი მარგველაშვილი არ საუბრობს. ექსპრეზიდენტის პრინციპული პოზიციაა, რომ აღნიშნულ თემაზე ის განცხადებას არ გააკეთებს. მარგველაშვილი ფიქრობს, რომ კერძო საუბრებთან დაკავშირებით ღიად არ უნდა ისაუბროს. 

შუშისს სასახლის ინტრიგები საჯაროზე დავით უსუფაშვილმა გამოიტანა. პარტია "ლელოს" ლიდერი "რეაქციიისთვის" მიცემულ ინტერვიუში დახურული შეხევდრის დეტალებს ყვება. იხსენებს პერიოდს, როცა ივანიშვილი თითქოს პოლიტიკიდან წასული იყო, თუმცა მაინც შეეძლო, პრეზიდენტი ცალკე ოთახში გაეყვანა და თანამდებობიდან წასვლაში დაერწმუნებინა.

უსუფაშვილი იხსენებს მოტივსაც. როგორც გაირკვა, მარგველაშვილი და ღარიბაშვილი მაშინ საკუთარ პოლკიტიკურ როლებზე ვერ შეთანხმდნენ.

მსგავსი სიახლეები