სისხლიანი ანგარიშსწორება ჩოხატაურში - პირველი ინტერვიუ მკვლელობაში მხილებული კაცის ოჯახთან
პირველი ინტერვიუ მკვლელობაში მხილებული კაცის ოჯახთან. რის გამო გაიმეტა თანასოფლელი სასიკვდილოდ ჩოხატაურის მკვიდრმა?
შოთა სიხარულიძის ნათესავებს მომხდარზე საუბარი უჭირთ. ოჯახი ამტკიცებს, რომ მამაკაცს, რომელიც სასჯელს პოლიციელზე თავდასხმის გამო იხდიდა, ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს.
სამ თვეზე მეტია რაც გამოვიდა, არაფერი ვიცი, ნასვამი არ ყოფილა, ზევით ჩოხატაურში მუშაობდა. რა მოხდა, ამ ჩემმა შვილმა რა ქნა, არაფერი ჩვენ არ ვიცით. გუშინ არ გვინახავს ". - ამბობს ოჯახი.
"პირველებმა" ჩაწერა საქმის ერთ-ერთი ოქროს მოწმეც, რომელიც დეტალურად იხსენებს, როგორ მიიყვანა საკუთარ სახლთან სავარაუდო მკვლელმა მსხვერპლი, მას ჩხუბი დაუწყო, შემდეგ დანა ჩაარტყა და მიიმალა.
"კამათის ხმა გავიგე, მაქსიმუმ 10 წუთი და შეჩერდა, მერე დავინახე ორი ბიჭი, არავინ არ ჩარეულა". - ამბობს თვითმხილველი.
ჩოხატაურის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვები ამ დრომდე მიმდინარეობს.
პოლიცია ამ დრომდე ვერ გადის ჩოხატაურში მომხდარი მკვლელობის მთავარი ფიგურანტის კვალზე. 27 წლის მამაკაცი მიმალვაშია. სავარაუდო დამნაშავეს ბრალად თანასოფლელის მკვლელობა ედება.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება , რომ კონფლიქტი ორი დღით ადრე, დაბადების დღის წვეულებაზე დაიწყო.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.