რატომ გაიმეტა შვილმა მამა სასიკვდილოდ? - სოფელ დირთში ორ ვერსიაზე საუბრობენ

29.09.23 13:11
რატომ გაიმეტა შვილმა მამა სასიკვდილოდ? - სოფელ დირთში ორ ვერსიაზე საუბრობენ

რატომ გაიმეტა შვილმა მამა სასიკვდილოდ?  - სოფელ დირთში მოკლულის ნათესავები და ახლობლები ორ სხვა და სხვა ვერსიაზე საუბრობენ. ერთი ვერსიით, მამა-შვილს შორის კონფლიქტი ქონების გამო მოხდა. საუბარია ავჭალაში მდებარე აგარაკზე, რომელიც მამის კუთვნილება იყო და მასზე პრეტენზია შვილს ჰქონდა. მეორე ვერსიით, კონფლიქტი დედინაცვლის გამო მოხდა. სწორედ მის წლისთავზე იყო ჩასული მამის მკვლელობამდე 27 წლის ახალგაზრდა სოფელ ქორდში. 

წლისთავი იყო დედინაცვლის, ჩამოვიდა, ეტყობა, ჩადებული ჰქონდა გულში ეგ ამბავი და ჩამოვიდა გვიან და მოხდა ეს ამბავი. ისეთი ადამიანი იყო, უკონფლიქტო იყო, არავისთან დავა არ ჰქონდა, - ამბობს ახლობელი. 

მამის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდება. მასთან ცოტა ხანში შევა ადვოკატიც. 

შეგახსენებთ, რომ სოფელ ქორდში შვილმა მამა სანადირო თოფით მოკლა, ცხედარი სოფლიდან თბილისში წაიღო და აგარაკზე დამალა. მომხდარის შემდეგ მამის ასმძებრო სამუშაოებშ თავადაც ჩაერთო, თუმცა მოგვიანებით პოლიციას თავად ჩაბარდა და მომხდარის შესახებ უამბო. 

მსგავსი სიახლეები