დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო
დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სასამართლომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ირკვევა, რომ ბრალებულებმა აშშ-ს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მოტყუებით საქართელოში დიდი ოდენობით თანხები გადმოარიცხინეს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაამყარეს კომუნიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებთან და თითქოსდა კომპიუტერულ პროგრამებთან დაკავშირებული მომსახურების და ქველმოქმედების განხორციელების საფუძვლით, სწრაფი ფულადი გზავნილების სისტემის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხები მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში, მათთან დაკავშირებული პირების სახელზე.
ბრალდებულებმა ფულის გათეთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და ნაწილი სწრაფი ფულადი გზავნილების სახით საზღვარგარეთ გადარიცხეს, ხოლო ნაწილი საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და პირადი საჭიროებისამებრ განკარგეს.
აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა 329 212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს 10 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა გამოძიების ფარგლებში ამოღებული 211 465 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა და მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.