წალენჯიხაში გამართულ აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს
წალენჯიხაში გამართულ აქციაზე ორი ადამიანი დააკავეს. სოფელ ეწერ ფერდის მოსახლეობამ საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადა, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
დაპირისპირებას შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რის შედეგადაც აქციის ორი მონაწილე ადმინისტრაციული წესით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავა დააკავეს და ხელწერილის საფუძველზე გაუშვა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია გზა არ აქვთ, რის გამოც სოფელში ვერ მიდის სასწრაფო დახმარების მანქანა, ბავშვები ვერ მიჰყავთ სკოლაში, რადგან მიკროავტობუსს გადაადგილება უჭირთ. სოფელში არ აქვთ სასმელი წყალიც. მოსახლეობა ამბობს, რომ წლებია ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ, თუმცა უშედეგოდ.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.