დაესწარი LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენას - ღონისძიების პარტნიორი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. მიზანი როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ წამყვან უნივერსიტეტებში ქართველი ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, წელს საქართველოს ბანკი LEAF-ის მიერ გამართული განათლების საერთაშორისო გამოფენის მხარდამჭერია.
30 სექტემბერს, სასტუმრო ბილტმორში, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთ სივრცეში გაეცნონ ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებს, მათი წარმომადგენლებისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტუდენტური პროექტების და დაფინანსების შესახებ. რაც მათ დაეხმარება, ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში.
ღონისძიებაზე დასასწრებად მსურველებს შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/
„საქართველოს ბანკისთვის, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, განათლება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ გვჯერა, რომ უკეთეს მომავალს სწორედ განათლებული ახალგაზრდები ქმნიან. სწორედ ამიტომ, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომელიც აძლევს მათ შესაძლებლობას, მიიღონ ხარისხიანი განათლება როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
სწორედ ამ მიზნით, განათლების გამოფენაზე საქართველოს ბანკის მიერ წარმოდგენილი იქნება მის მიერ მხარდაჭერილი საგანმანათლებლო პროგრამები - Chevening, Fulbright და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა. რომელთა ფარგლებშიც, უკვე 50-ზე მეტ სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, მიეღო განათლება ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
აღსანიშნავია, რომ Chevening-ის პროგრამაზე აპლიკაციების მიღება დაწყებულია, ამიტომ საქართველოს ბანკის სტენდთან ახალგაზრდები მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე პასუხს 2022 წლის ჩივნინგის პროგრამის გამარჯვებულისგან, ფიქრია ელიზარაშვილისგან მიიღებენ.
NS
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.