ჰყავდა თუ არა თანამზრახველი მამის მკვლელობაში ბრალდებულს? - რა ეჭვი აქვთ ოჯახის წევრებს
ჰყავდა თუ არა თანამზრახველი მამის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს? ოჯახის ნათესავები ვარაუდობენ, რომ მარტო ამდენს ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა, ამიტომ არ გამორიცხავენ რომ საქმეში სხვა პირებიც ფიგურირებდნენ.
ნათესავები საეჭვო დეტალებს "პირველებთან" ყვებიან.
მე უნდა მიმეცა 100 დოლარი უშანგისთვის, სანამ სოფელში წავიდოდა. სანდრო შემხვდა და აქ რომ შემხვდა, მე ვუთხარი მეთქი უშანგისთვის უნდა მიმეცა ფული-მეთქი და ბარემ მოგცემ-თქო, არ არის პრობლემაო. ასვლა თუ მოგიწევსო ამ სახლშიო, ჩემი ცოლის ძმა არისო, გოგოები ჰყავსო და წინასწარ დამირეკე სანამ ახვალო. მერე ვურეკავდი მე უშანგის, რომ სანდროს მივეცი ფული მეთქი, რომ მეთქვა, არ მიპასუხა, გამორთული იყო ტელეფონი. მერე ამბობდა სოფელში ხან არ იჭერსო და მეთქი არ იჭერს და იმიტომ ვერ ვუკავშირდები.
აქ ვერ ამოიტანდა სანდრო იმ გვამს შანსი არ არის. სანდრო სუსტია, მძიმესაც ვერ ასწევს. უშანგიმ მითხრა, უნდათ ჩემი ბიჭის ცოლის ძმებს მანქანებს შლიანო და ნაწილები დააწყონ აქო და ჯართში, რომ არ ჩააბარონ და მერე რომ გაყიდონო და მითხრეს შენ იქ უყარაულე რამე გაყიდე და ორ კაპიკს შენც მოგცემთო და არ მოვატანინე უარი ვუთხარი. პნევმატური თოფი აქვთ აქ, პნევმატური ეგ არაფერი არ არის, ადრე აქ იყო ეს თოფი რომ მოვედით, მერე წაიღეს და ახლა ისევ მოიტანა უშანგიმ ალბათ ჩიტებისთვის". - ამბობს ოჯახის წევრი.
გარდაცვლილის ნათესავი ქალი "პირველებთან" ამბობს, სავარაუდო დამნაშავეს ნახევარძმისთვის არ უნდოდა ქონების გაყოფა და ამის გამო გაიმეტა მამა სასიკვდილოდ.
უშანგი იმ ნიადაგზე მოკლა, რომ იმ ნახევარძმისთვის არ უნდოდა ქონების გაყოფა თუ ამათზე მოუვიდა. გუშინ გვქონდა ლაპარაკი, რომ უშანგის ეუბნებოდა თავისი რძლის ძმა, მე მეორადები მაქვს მანქანის ნაწილები, აქ მოვიტან ხოლმეო და შენო გამიყიდე აქედანო და არა მე აქ ვერ დავჯდებიო"- ამბობს ქალი.
რატომ გაიმეტა საკუთარი მამა სასიკვდილოდ შვილმა? დიცში მომხდარი შემზარავი დანაშაულის ერთადერთ მოტივად ქონებაა სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, შვილი მამას ავჭალაში მდებარე კერძო სახლის გადაფორმებას სთხოვდა, უარის შემდეგ კი შვილმა ჯერ მამა მოკლა, გვამი გადამალა, შემდეგ კი პოლიციასთან ერთად გაუჩინარებული კაცის ძებნა დაიწყო. სასტიკ დანაშაულში მხილებული კაცი 28 წლის სანდრო ინაურია. როგორც გაირკვა, მკვლელობაში მხილებული კაცი, სოფელში ბებიის წლისთავზე იყო ჩასული. მას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში უვადოო პატიმრობა ემუქრება.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.